Thumbnail

გთავაზობთ 2020 წლის ივლისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

10. TurboHikari - Dynamite FM ft. KayaKata

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის წევრებმა, გიორგი კვეზერელმა, ფსევდონიმით TurboHikari და პოპულარულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა KayaKata ახალი ტრეკი Dynamite FM გაავრცელეს. ნამუშევრის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ.

9. Sinead O'Brien - Strangers In Danger

ირლანდიელმა მუსიკოსმა და პოეტმა, შინეიდ ო'ბრაიენმა ახალი კომპოზიცია Strangers In Danger გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ EP-ში სახელწოდებით Drowning In Blessings იქნება წარმოდგენილი, რომელიც 16 სექტემბერს გამოიცემა.

8. Dinner Party - Luv U

ტერეს მარტინის, რობერტ გლასპერის, კამასი ვაშინგტონისა და ნაინთ ვანდერის პროექტმა Dinner Party ახალი კომპოზიცია Luv U გამოუშვა. ტრეკი ბენდისვე სახელწოდების ალბომში შევიდა, რომელიც 10 ივლისს გამოიცა. 

7. The Avalanches - Reflecting ft. Sananda Maitreya & Vashti Bunyan

ავსტრალიურმა ჯგუფმა The Avalanches ახალი კომპოზიცია Reflecting Light გამოსცა. ტრეკზე ბენდთან ერთად ამერიკელმა მომღერალმა, სანანდა მაიტრეიამ და ფოლკ შემსრულებელმა, ვაშტი ბანიანმა იმუშავეს.

6. Nicolas Jaar - Telahora

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე წარმოშობით ჩილელმა არტისტმა, ნიკოლას ჯაარმა ახალი კომპოზიცია Telahora გაავრცელა. ტრეკი მის ბოლო ალბომში Telas შევიდა, რომელიც გაყიდვაში 17 ივლისს ჩაეშვა.

5. Taylor Swift - Cardigan

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ახალი კომპოზიცია Cardigan და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის ბოლო ალბომში Folklore არის წარმოდგენილი, რომელიც 24 ივლისს გამოიცა.

 4. Idles - A Hymn

ინგლისურმა ჯგუფმა Idles ახალი კომპოზიცია A Hymn და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში Ultra Mono იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა. 

3. Rejjie Snow - Cookie Chips ft. MF DOOM & Cam O'bi

ირლანდიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რეჯი სნოუმ ახალი კომპოზიცია Cookie Chips და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში გავლენიანი ემსი MF DOOM და ახალბედა არენბი შემსრულებელი Cam O'bi მონაწილეობენ. 

2. Angel Olsen - Whole New Mess

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენჯელ ოლსენმა ახალი კომპოზიცია Whole New Mess და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 28 აგვისტოს გამოიცემა.

1. Erekle Deisadze / Nimit_ta - ნამასა

ქართველი არტისტების კიდევ ერთი ნამუშევარი ჩვენს სიაში. ერეკლე დეისაძემ და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილმა ფრონტმენმა, ბექა კუნდალინიმ, ფსევდონიმით Nimit_ta, ახალი კომპოზიცია "ნამასა" გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული