Thumbnail

მოუსმინეთ: ალანის მორისეტი ახალ ალბომს Such Pretty Forks in the Road ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელ-ამერიკელმა მუსიკოსმა, ალანის მორისეტმა ახალი, რიგით მეცხრე ალბომი Such Pretty Forks in the Road გამოაქვეყნა. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც არტისტმა კარიერის დაწყების 25 წლისთავზე გაავრცელა, 11 კომპოზიციას აერთიანებს.

ალანის მორისეტი: რომ არა ფსიქოთერაპევტების მთელი გუნდი, ახლა აქ არ ვიქნებოდი

მოუსმინეთ: Alanis Morissette - Reckoning

მოუსმინეთ: Alanis Morissette - Diagnosis

ალანის მორისეტმა შემოქმედებითი კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1991 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Alanis გაავრცელა. 7 გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 1995 წლის ნამუშევარმა Jagged Little Pill მოუტანა. დღემდე ამ ალბომის 33 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული