Thumbnail

ნახეთ: Beyoncé კომპოზიციაზე Already გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბიონსე მისი კურატორობით შექმნილ ალბომში The Lion King: The Gift შესულ კომპოზიციაზე Already გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკში განელი არტისტი Shatta Wale და ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ტრიო Major Lazer მონაწილეობს. სიმღერის ავტორებს შორის თავად ბიონსე, Shatta Wale და დიჯეი Diplo არიან Major Lazer-დან.

მოუსმინეთ: Beyoncé - Black Parade

Bun B: ჯეი ზიმ გადასაღები მოედანი დაგვატოვებინა, რადგან ბიონსე გამომწვევად ცეკვავდა

კლიპი ბიონსეს ვიზუალურ ალბომში Black Is King არის წარმოდგენილი. ჩანაწერისთვის მასალა სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთ აფრიკაში, ბელგიაში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ლონდონში გადაიღეს.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 24 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული