Thumbnail

ნიუ იორკელი ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ არტისტი, ექშნ ბრონსონი მსმენელს ახალი კომპოზიციით Latin Grammys და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი Tommy Mas გახლავთ. ტრეკი ემსის მომავალი ალბომის Only For Dolphins პირველი სინგლია.

მოუსმინეთ: Action Bronson და The Alchemist ალბომს Lamb Over Rice ავრცელებენ

მოუსმინეთ: Action Bronson ალბომს White Bronco გამოუშვა

წარმოშობით ალბანელმა ექშნმა, რომელიც პროფესიონალი მზარეულია, მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. რეპერის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Mr. Wonderful გაყიდვაში 2015 წელს ჩაეშვა. ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Baby Blue ოქროს სტატუსის მფლობელია. მუსიკოსის ბოლო დროინდელი შემოქმედებიდან მსმენელის განსაკუთრებული მოწონება კალიფორნიელ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად ჩაწერილმა სტუდიურმა ნამუშევარმა Lamb Over Rice დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული