Thumbnail

მოუსმინეთ: Fontaines D.C. ახალ ალბომს  A Hero's Death ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ირლანდიური პოსტ პანკ ჯგუფი Fontaines D.C. ახალ ალბომს A Hero's Death ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 11 კომპოზიციას აერთიანებს. როგორც კოლექტივის წევრები აღნიშნავენ, ნამუშევრის ჟღერადობაზე გავლენა ცნობილმა ჯგუფებმა: Suicide, The Beach Boys, Beach House და Broadcast მოახდინეს.

Fontaines D.C. ქალაქ დუბლინში 2017 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Dogrel გაავრცელა. მუსიკოსების შემოქმედება პოსტ პანკსა და პროტო-პანკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული