Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ს შინაპატიმრობის ვადა 1 აგვისტოს ეწურება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ ტეკაში სიქსნაინს 1 აგვისტოს შინაპატიმრობის ვადა ეწურება. გათავისუფლების შემდეგ მას 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა და 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს. მუსიკოსის ადვოკატი, ლენს ლაზარო ფიქრობს, რომ საჯარო სივრცეში მუშაობისას, შესაძლოა, შურისძიების მოტივით რეპერს თავს დაესხნენ, ამიტომაც, საჭიროა, მისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილი შეარჩიონ - მაგალითად, ვეტერანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის სააგენტოში, ანაც რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში. ადვოკატს იმედი აქვს, რომ შესაბამისი სამსახურები გაითვალისწინებენ მის მოთხოვნას.

Tekashi 6ix9ine-ს ერთსაათიან ონლაინ კონცერტში $5 მილიონს გადაუხდიან

Tekashi 6ix9ine-ს ინსტაგრამისა და ტვიტერის ანგარიშების გაუქმება მოუწია

Tekashi 6ix9ine: მიკვირს, რომ აქამდე არ მომკლეს

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა. სასამართლომ რეპერს საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სიქსნაინი ციხიდან აგვისტოში უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულება კორონავირუსის საფრთხის გამო 3 აპრილს დატოვა, დარჩენილი თვეები კი მან სახლში გაატარა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული