Thumbnail

ამერიკული ნიუ ვეივ ჯგუფი The Go-Go's ახალ კომპოზიციას Club Zero ავრცელებს. ეს პირველი სიმღერაა, რომელიც კოლექტივმა თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა. მუსიკოსებმა ტრეკი კოლექტივის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერეს.

The Go-Go's ლოს ანჯელესში 1978 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი Beauty and the Beat გაავრცელა. ჯგუფს, რომელიც კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაიშალა, ამ დრომდე 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს ჯამში 7 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული