Thumbnail

ნახეთ: ჯიმი პეიჯი 1988 წელს Stairway to Heaven-ს ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Led Zeppelin დაშლის გადაწყვეტილება 1980 წელს დრამერის, ჯონ ბონემის გარდაცვალების გამო მიიღო. დარჩენილი სამი წევრიდან ჯიმი პეიჯი ერთადერთი იყო, რომელსაც მოღვაწეობის სოლო კარიერით გაგრძელება არ უჩქარია. მან სტუდიური ალბომი Outrider კოლექტივის დაშლიდან მხოლოდ რვა წლის შემდეგ გამოუშვა. ჩანაწერს კომერციული წარმატება არ მოჰყოლია მისი მხარდამჭერი ტურნესგან განსხვავებით, რომელიც 35 ქალაქში ჩატარდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონცერტების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი "ლედ ზეპელინის" კომპოზიციის Stairway to Heaven აკუსტიკური შესრულება გახლდათ, რომლითაც ის საკუთარ გამოსვლებს ასრულებდა.

უკანასკნელი კონცერტი, რომელიც Led Zeppelin-მა ჯონ ბონემთან ერთად გამართა

რატომ დასჭირდა ჯიმი პეიჯს Stairway to Heaven-ის შესასრულებლად სპეციალური გიტარა

ვიდეოში პეიჯი სცენაზე სიმღერის მელოდიას თავის განუყრელ ორგრიფიან გიტარაზე Gibson EDS-1275 ასრულებს, რომელიც კომპანია "გიბსონს" სპეციალურად ამ კომპოზიციისთვის შეუკვეთა. დრამზე კი ბონემის შვილი, ჯეისონი უკრავს.

სიმღერა, რომელიც რობერტ პლანტმა Led Zeppelin-ის სავიზიტო ბარათად დაასახელა

რობერტ პლანტისგან განსხვავებით, რომელიც "ლედ ზეპელინის" სავიზიტო ბარათად ალბომში Physical Graffiti წარმოდგენილ ჰიტს Kashmir ასახელებდა, პლანტი თვლიდა, რომ ჯგუფის არსს ყველაზე უკეთ სწორედ Stairway to Heaven წარმოაჩენდა.

"ჩემთვის Stairway to Heaven არის ის კომპოზიცია, რომელშიც ბენდის არსი ყველაზე უკეთ არის ნაჩვენები. მასში ყველაფერია საიმისოდ, რომ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს, როგორც ჯგუფი, ისე თითოეული წევრი. ჩვენი ქვაკუთხედია. ყველა მუსიკოსს სურს რაღაც ძალიან ღირებულის გაკეთება, რაც დროს გაუძლებს. ჩემი აზრით, ჩვენ ეს ამ სიმღერით შევძელით", - ამბობდა პეიჯი 1975 წელს Rolling Stone-თან ინტერვიუში.

ჯიმი პეიჯი ეპოქალური "ლედ ზეპელინის" დამაარსებელია. კოლექტივის კომპოზიციების უმრავლესობის ავტორი სწორედ ის გახლავთ. გამოცემა "როლინგ სტოუნმა" მუსიკოსი 100 საუკეთესო გიტარისტს შორის დაასახელა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. მას ბენდთან ერთად 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული