Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა "წერილი" სიმღერა "შიშველი ხეები" შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჯგუფმა "წერილი" ტელეკომპანია "ფორმულას" დილის გადაცემაში ბენდის ცნობილი კომპოზიცია "შიშველი ხეები" შეასრულა. ტრეკი კოლექტივის რიგით მეორე ალბომში "სხივი" არის წარმოდგენილი, რომელიც 2005 წელს გამოიცა.

მოუსმინეთ: წერილი - მტვრიან მიწაზე

მოუსმინეთ: წერილი - ხვალ რა გველის

„წერილი“

🎼 მუსიკალური შესრულება - „შიშველი ხეები“ 🎶 ჯგუფი „წერილი“

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2020

პოსტ პანკის, გოთიკისა და ალტერნატიული როკის ჟანრებში მოღვაწე ჯგუფი "წერილი" 1995 წელს თბილისში გია თოიძემ ჩამოაყალიბა. 2001 წლამდე კოლექტივს "ამორალი" ერქვა. კოლექტივს დღემდე 6 ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო მათგანი "მასაში გხედავ" ბენდმა 2018 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული