Thumbnail

ნახეთ: ქეთი მელუამ ახალი სიმღერის Airtime აკუსტიკური ვერსია შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსმა, ქეთი მელუამ ახალგავრცელებული სიმღერის Airtime აკუსტიკური ვერსია შეასრულა. იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში 35 წლის არტისტი გიტარის თანხლებით მღერის. კომპოზიცია ქეთის მომავალ ალბომში Album No. 8 იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 16 ოქტომბერს ჩაეშვება.

ნახეთ: ქეთი მელუა ახალ კლიპს Airtime ავრცელებს

ნახეთ: ქეთი მელუა ახალ კომპოზიციაზე A Love Like That გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ეს პირველი ვიდეოა მომღერლის იუთუბის არხის ფლეილისტიდან Fans, რომლის შექმნაც, ქეთის თქმით, მას შემდეგ გადაწყდა, რაც თაყვანისმცემლებმა მისი ახალი კომპოზიციების ქავერ ვერსიების გავრცელება დაიწყეს.

"აღფრთოვანებული დავრჩი ქავერებით, ასე რომ, იუთუბზე ფანებისთვის განკუთვნილი ფლეილისტი შევადგინე, რომელშიც თქვენს ვიდეოებს ავტვირთავთ. აქ ჩემი ახალი, ძველი და მომავალი ნამუშევრების ქავერებს მოვუყრით თავს. გაგვიზიარეთ თქვენი ვიდეოები - საუკეთესოები შემდეგი კვირიდან ჩემს ფლეილისტს დაემატება", - წერს ის.

მომღერალმა კარიერა 2003 წელს დაიწყო. ქეთი ორი Echo Awards-ის (გერმანიის გრემად წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპვარსკვლავს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული