Thumbnail

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-მა პატიმრობის დასრულების შემდეგ პირველი კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა გათავისუფლების შემდეგ ვიდეორგოლთან ერთად პირველი ახალი კომპოზიცია Punani გაავრცელა. კლიპი ბრუკლინის ქუჩებშია გადაღებული.

Tekashi 6ix9ine-ს ერთსაათიან ონლაინ კონცერტში $5 მილიონს გადაუხდიან

Tekashi 6ix9ine: მიკვირს, რომ აქამდე არ მომკლეს

ნახეთ: XXXTentacion-ის მიერ მიწერილი ბოლო მესიჯი 6ix9ine-მა ლაივში წაიკითხა

"ის ქუჩაში გასვლას ვერ შეძლებს, ვერც ბრუკლინში გაჩერდება. გახსოვთ, ამას რომ ამბობდნენ ჩემზე?", - წერს ტეკაში ინსტაგრამზე და ვიდეოს ნაწყვეტს აზიარებს.

"თავისუფალი ვარ. ნახეთ კლიპი, ვინც ფიქრობდით, რომ ქუჩაში ვეღარ გავიდოდი. ნიუ იორკის მეფე ვარ. თქვენ ვერასდროს შეძლებდით იმას, რაც მე გავაკეთე, ვერასოდეს დაიხსნიდით ციხიდან თავს", - წერს სიქსნაინი კიდევ ერთ პოსტში.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული