Thumbnail

ნახეთ: ლანა დელ რეი საკუთარ ლექსს Salamander კითხულობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ლანა დელ რეი ტვიტერზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც თავის სადებიუტო აუდიოწიგნში Violet Bent Backwards over the Grass შესულ ლექსს Salamander კითხულობს.

ლანა დელ რეიმ ახალი ალბომის სახელწოდება გაამხილა

ლანა დელ რეიმ აუდიოწიგნი Violet Bent Backwards over the Grass გამოუშვა

"აღარ მინდა ჩემი ისტორიების გაყიდვა, ნუღარ მაიძულებ. ყველა ისტორია არ იყიდება.
მიყვარხარ, მაგრამ შენ ვერ მიგებ.
მე ნამდვილი პოეტი ვარ და ჩემი ცხოვრება პოეზიაა, ჩემი სექსი ჩემი მემკვიდრეობაა.
ჩემი ფიქრები არაფერს ეხება, ისინი, უბრალოდ, ლამაზია".

I don’t want to sell my stories anymore, stop pushing me
Some stories aren’t meant to be sold.
I love you, but you don’t understand me, I’m a real poet!
My life is my poetry, my love making is my legacy!
My thoughts are about nothing, and beautiful, and for free

28 ივლისს გავრცელებულ აუდიოკრებულში 14 ლექსია წარმოდგენილი, რომლებსაც ლანა დელ რეი გრემის მფლობელი არტისტის, ჯეკ ანტონოვის მუსიკის ფონზე კითხულობს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა მანამდე ლანას ალბომზე Norman Fucking Rockwell! ითანამშრომლეს.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული