Thumbnail

6ix9ine: ონლაინ განგსტერების არ მეშინია, მათ მხოლოდ ვირტუალური მუქარა შეუძლიათ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

1 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა შინაპატიმრობის ვადა მოიხადა, მან მშობლიური ნიუ იორკის ქუჩებში გაისეირნა. რეპერი პარალელურად თავის მეგობარს, DJ Akademiks-ს ესაუბრებოდა, რომელმაც მას მსმენელების შეკითხვები გადასცა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ იყენებს სიქსნაინი დაცვას.

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-მა პატიმრობის დასრულების შემდეგ პირველი კლიპი გადაიღო

Tekashi 6ix9ine-ს ერთსაათიან ონლაინ კონცერტში $5 მილიონს გადაუხდიან

"რატომ არიან ახლა თქვენი ფავორიტი რეპერები მკვდრები თავში ნატყვიარით? რატომ ესროლეს მათ? დაცვაც სწორედ იმიტომ მყავს, რომ მეც იგივე არ დამემართოს და შემდეგ ჩემი მაისურები არ ჩაიცვათ. გამოძიებასთან იმიტომ არ მითანამშრომლია, რომ დეპრესიასა და შიშში მეცხოვრა. მე ისევე გავაკეთებ იმას, რაც მინდა. თუ თქვენ მუსიკოსი გიყვართ, მაშინ მისი დაცვაც უნდა გიყვარდეთ. Nipsey Hussle-ს, Pop Smoke-სა და XXXTentacion-ს რომ დაცვა ჰყოლოდათ, დღეს ისინი ცოცხლები იქნებოდნენ და ისევ გააკეთებდნენ თავის საქმეს. მე ნიუ იორკის მეფე ვარ და ჩემს ქალაქში ხალხს ვუყვარვარ. ონლაინ განგსტერების არ მეშინია, მათ მხოლოდ ვირტუალური მუქარა შეუძლიათ", - ამბობს ტეკაში.

ამის გარდა, ცნობილი გახდა, რომ ტეკაში მეორე შვილს ელოდება. ეს ინფორმაცია მისმა მეგობარმა გოგონამ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაადასტურა.

View this post on Instagram

I’m pregnant Hair @iam_jonathan_ Outfit @poshbyv

A post shared by JADE ⚡️ (@__ohsoyoujade) on

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული