Thumbnail

გავლენიანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future და ფლორიდელმა რეპერმა, სიმირ ვუდსმა, სასცენო სახელით Lil Uzi Vert, ორი ახალი კომპოზიცია Over Your Head და Patek გაავრცელეს. სინგლები მუსიკოსების კოლაბორაციულ ალბომში PLUTO x BABY PLUTO შევა, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გამოიცემა.

მოუსმინეთ: Future x 2 Chainz - Pass The Plate

ფიუჩამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ორი სტუდიური ჩანაწერი Future და Hndrxx გაავრცელა. პირველი მათგანი პლატინის, მეორე კი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წელს არტისტმა მსმენელს მორიგი ალბომი The WIZRD შესთავაზა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. გრემის მფლობელი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

ლილ უზი ვერტმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული