Thumbnail

"დროზე წაშალე ჩემი სურათი" - Cardi B ფოტოს გამოქვეყნებისთვის ბლოგერს ცემით დაემუქრა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ინტერნეტში გამოქვეყნებულმა პაპარაცულმა ფოტომ გააღიზიანა, რომელზეც ის ლოს ანჯელესის ქუჩებში გადაადგილებისას არის აღბეჭდილი. ბლოგერმა ფსევდონიმით Daily Tea Talks-ს, რომელმაც აღნიშნული სურათი ინსტაგრამზე გაავრცელა, რეპერმა ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რომლებშიც პოსტის დაუყოვნებლივ წაშლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცემით ემუქრება.

Cardi B-მ თაყვანისმცემლებს თმის მოვლის საიდუმლო გაუზიარა

Cardi B კრიტიკას პასუხობს: ვარსკვლავების შვილებს ძვირიანი ნივთები სჭირდებათ

- დროზე წაშალე ეგ სურათი.
- ქარდი, ბუნებრივი ფოტო დავდე, დამუშავების გარეშე. შენი სხეული მშვენივრად გამოიყურება.
- არ მაინტერესებს!
- რაშია საქმე, საყვარელო, დამელაპარაკე.
- 5 წლის ბავშვი არ ვარ, დროზე წაშალე ეგ სურათი. კარგად ვხვდები შენს ჩანაფიქრს.
- ძირითადად ბარბები (ნიკი მინაჟის ფანები) ცდილობენ, ცუდად წარმოგაჩინონ.

ამის შემდეგ ქარდიმ ბლოგერს აუდიოშეტყობინება გაუგზავნა:

"ჯანდაბა, შეწყვიტე ასე მოქცევა. ნუღარ იმართლებ თავს, რადგან ზუსტად ვიცი, რის მიღწევას ცდილობ. ნუ მეთამაშები, თორემ გიპოვი და უკანალს აგიჭრელებ".

რის შემდეგაც ბლოგერმა მისწერა:

"ქარდი, ეს შენმა ფანგვერდმა გამომიგზავნა... ნიკი მინაჟის ფოტოზეც მევედრებოდნენ, წამეშალა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. ამ ფოტოზე მართლა არ გამოიყურები ცუდად", - უთხრა მან რეპერს და სთხოვა, მისთვის დაერეკა.

"აქედან მოუსვი, შე არანორმალურო. შურიან მაიმუნებს არ ვურეკავ", - უპასუხა არტისტმა.

View this post on Instagram

More receipts being pulled 😫

A post shared by OnSite! (@its_onsite) on

ამის შემდეგ ბლოგერმა ინსტაგრამის ლაივ ჩართვაში აღნიშნა, რომ ცუდი განზრახვა არ ჰქონია და მის გვერდზე ყველაზე ხშირად სწორედ ქარდის ფოტოები ქვეყნდება. Daily Tea Talks-ის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მუსიკოსი მის მიერ გაზიარებულმა კადრებმა გააღიზიანა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ქარდიმ პოპულარულ ინსტაგრამ გვერდს The Shade Room სთხოვა, მის შესახებ პოსტები აღარ გამოექვეყნებინათ, რათა ინტერნეტმომხმარებლების უარყოფითი კომენტარები აერიდებინა.

"არ მინდა, ჩემს ვლოგებს პოსტავდნენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნეგატიურ კომენტარებს მიწერენ, რადგან საკუთარი ცხოვრება არ მოსწონთ", - ამბობდა მაშინ რეპერი.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული