Thumbnail

ამერიკულმა ინდი ფოლკ ჯგუფმა Bon Iver ახალი კომპოზიცია AUATC (Ate Up All Their Cake) და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი როკ მუსიკოსი, ბრიუს სპრინგსტინი და ინდი როკ არტისტი, ჯენი ლუისი მონაწილეობენ. სიმღერის ვიდეორგოლის ავტორები აარონ ანდერსონი და ერიკ ტიმოთი კარლსონი არიან.

მოუსმინეთ: Bon Iver - PDLIF

"ბონ ივერი" მუსიკოსმა ჯასტინ ვერნონმა 2006 წელს ჩამოაყალიბა. ერთ წელიწადში კი ჯგუფმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა. მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა სახელწოდებით Bon Iver კოლექტივს 2012 წელს გრემის ჯილდო მოუტანა. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Holocene და I Can't Make You Love Me.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული