Thumbnail

ამერიკული ინდი პოპ დუეტი iDKHOW (I Dont Know How But They Found Me) ახალ კომპოზიციას Leave Me Alone და მასზე შექმნილ ტექსტურ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების სადებიუტო ალბომში Razzmatazz შევა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცემა.

I Dont Know How But They Found Me იუტას შტატის ქალაქ სოლთ ლეიქ სითიში 2016 წელს შეიქმნა. მუსიკოსებს ამ დრომდე ორი EP აქვთ გამოცემული. მათი შემოქმედება ინდი პოპს, ელექტრონულ როკსა და ნიუ ვეივს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული