Thumbnail

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციაზე Scarlet გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Rolling Stones კომპოზიციაზე Scarlet გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში ირლანდიელი მსახიობი, პოლ მესკალი მონაწილეობს. 1974 წელს ჩაწერილ და ახლახან გამოცემულ ნამუშევარში საკულტო კოლექტივის Led Zeppelin გიტარისტი, ჯიმი პეიჯი მონაწილეობს. სინგლი ალბომის Goats Head Soup ბოქს-სეტში შევა, რომელიც 4 სექტემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციას Criss Cross ავრცელებს

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული