Thumbnail

Cardi B და Megan Thee Stallion კაილი ჯენერის მონაწილეობით კლიპს WAP ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები Cardi B და Megan Thee Stallion პირველ კოლაბორაციულ კომპოზიციას WAP და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. მათთან ერთად კლიპში ესპანელი პოპვარსკვლავი, როზალია, ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი, ნორმანი და მილიარდერი ტელევარსკვლავი, კაილი ჯენერი მონაწილეობენ. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

Megan Thee Stallion-მა გაიხსენა, როგორ დაუმეგობრდა ბიონსეს

"დროზე წაშალე ჩემი სურათი" - Cardi B ფოტოს გამოქვეყნებისთვის ბლოგერს ცემით დაემუქრა

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გამოცემული კომპოზიციის Press შემდეგ, WAP ქარდი ბის პირველი საავტორო ნამუშევარია.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული