Thumbnail

სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტის, თოჰიდ ეფსის, ფსევდონიმით 2 Chainz, იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Money Maker გავრცელდა, რომელშიც მისი ახლო მეგობარი და პოპულარული კოლეგა Lil Wayne მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი Playa Pizzle გახლავთ. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი რეპერების მომავალი კოლაბორაციული ალბომის "ColleGrove 2" სინგლია.

მოუსმინეთ: Future x 2 Chainz - Pass The Plate

პაბლო ესკობარის ოჯახი რეპერ 2 Chainz-ისგან 10 მილიონს მოითხოვს

ნახეთ: Lil Wayne ანიმაციურ კლიპს I Don’t Sleep აქვეყნებს

კარიერის განმავლობაში კოლეგებმა არაერთხელ ითანამშრომლეს. სამხრეთელმა მუსიკოსებმა 2016 წელს გაყიდვაში კოლაბორაციული ალბომი ColleGrove ჩაუშვეს. სტუდიურმა ნამუშევარმა კომერციულად არ გაამართლა და კრიტიკოსების მაღალი შეფასებებიც ვერ დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული