Thumbnail

ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ირაკლი ქოჩიაშვილმა, ფსევდონიმით თერიკა, ახალი კომპოზიცია "Bounce 2" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი ტრადიციულად თავად თერიკა გახლავთ.

ნახეთ: თერიკა - Bounce

ნახეთ: თერიკა - რა გინდა რო ქნა

ნახეთ: თერიკა - ეს ქალაქი (თბილისო)

რეპერმა ტრეკი 9 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიების პრომოუშენის მიზნით ჩაწერა. საღამო ივენთების ყოველკვირეული სერიის HipHop Sundayz ფარგლებში "დედაენის ბარში" გაიმართება. მუსიკოსი სტუმრებს ჰიპ ჰოპ ტრეკებისგან შემდგარ სეტს შესთავაზებს.

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული