Thumbnail

მოუსმინეთ: Popcaan-მა დრეიქთან ერთად ტრეკები All I Need და Twist & Turn ჩაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

იამაიკელმა მუსიკოსმა Popcaan პოპულარულ კანადელ ჰიპ ჰოპ არტისტ Drake-თან ერთად ჩაწერილი ორი ახალი კომპოზიცია All I Need და Twist & Turn გაავრცელა. ამ უკანასკნელში დრეიქის გარდა კიდევ ერთი კანადელი შემსრულებელი PARTYNEXTDOOR მონაწილეობს. ტრეკები Popcaan-ის ბოლო ალბომში Fixtape არის წარმოდგენილი, რომელიც 7 აგვისტოს გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ Popcaan და PARTYNEXTDOOR დრეიქის ლეიბლის OVO Sound წევრები არიან.

ანდრე ჰიუ საზერლენდმა, სასცენო სახელით Popcaan, მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომი Where We Come From მან 2014 წელს გამოსცა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Drake, Gorillaz, Pusha T და სხვები. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: Everything Nice, Family და Silence.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული