Thumbnail

მოუსმინეთ: 17-წლიანი პაუზის შემდეგ Midnight Oil ახალ ტრეკს Gadigal Land ავრცელებს

ავსტრალიური როკ ჯგუფი Midnight Oil ახალ კომპოზიციას Gadigal Land ავრცელებს. სიმღერაში, რომელიც კოლექტივმა 17-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა, ავსტრალიელი მუსიკოსები: დენ სულთანი, ჯოელ დევისონი, კალინა ბრიგსი და ბუნა ლოური მონაწილეობენ.

Midnight Oil ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 1972 წელს შეიქმნა. 6 წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივმა ბოლო, რიგით მეთერთმეტე ალბომი 2002 წელს გამოსცა, რის შემდეგაც დაიშალა. 2016 წელს კი არტისტები ხელახლა შეიკრიბნენ. მათი შემოქმედება ალტერნატიულ როკსა და პოსტ პანკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული