Thumbnail

ცნობილი მაიამელი ჰიპ ჰოპ არტისტი, უილიამ ლეონარდ რობერტსი, სასცენო სახელით Rick Ross, მსმენელს ახალი კომპოზიციით Pinned To The Cross დაუბრუნდა. სამხრეთელი რეპერის ჩანაწერში ახალგაზრდა კალიფორნიელი მუსიკოსი Finn Matthews მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები Fuse და Fuse 808 არიან.

ნახეთ: Freddie Gibbs, The Alchemist და Rick Ross კლიპში Scottie Beam

მოუსმინეთ: DJ Drama - 350 Ft. Rick Ross, Westside Gunn & Lule

ნახეთ: Rick Ross და Dwyane Wade კლიპს Season Ticket Holder ავრცელებენ

სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. დღეისთვის მას 10 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული