Thumbnail

ცნობილმა კალიფორნიელმა მუსიკოსმა, ანდერსონ ფექმა ბოლო კომპოზიციის Lockdown რემიქსი გამოაქვეყნა. ტრეკის ალტერნატიულ ჩანაწერში რეპერები J.I.D, Noname და Jay Rock მონაწილეობენ. კოლეგები ნამუშევარში აშშ-ში თეთრკანიანი სამართალდამცველის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხმაურებიან.

ნახეთ: Anderson .Paak და ჯასტინ ტიმბერლეიკი კლიპს Don’t Slack ავრცელებენ

ნახეთ: YBN Cordae და Anderson .Paak კლიპს RNP ავრცელებენ

კალიფორნიელმა მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოების ყურადღება არტისტმა 2016 წლის ჩანაწერით Malibu მიიპყრო. ორი წლის შემდეგ ანდერსონმა მორიგი სტუდიური ნამუშევარი Oxnard გამოაქვეყნა, რომელმაც მას კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი ლეგენდარული დოქტორ დრე გახლავთ. 2019 წელს მან ბოლო ალბომი Ventura გაავრცელა.

სოლო კარიერის გარდა, ანდერსონმა პროდიუსერ Knxwledge-თან ერთად შემოქმედებითი დუეტი NxWorries ჩამოაყალიბა. სიმღერის პარალელურად ფექი გიტარაზე, ბასზე, ფორტეპიანოსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. მუსიკოსის შემოქმედება არენბის, ფანკის, ჰიპ ჰოპისა და სოულის ნაზავია. 2018-19 წლებში ანდერსონმა გრემის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული