Thumbnail

ნახეთ: Sexy Bicycle სიმღერაზე I Got You კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბარსელონაში მოღვაწე მუსიკოსი, ნიკა ელია, ფსევდონიმით Sexy Bicycle, ახალ კომპოზიციას I Got You და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ EP-ში სახელწოდებით Detectivesque შევა, რომელიც 3 სექტემბერს გამოიცემა. კლიპის ავტორი აროა არიასი გახლავთ.

ნახეთ: ქართველმა მუსიკოსმა Sexy Bicycle კომპოზიციაზე Angela კლიპი გადაიღო

მუსიკოსის თქმით, სტუდიური ნამუშევარი 7-იანჩიანი ვინილის ფორმატით ქართულ ლეიბლზე Dada Records ლიმიტირებული ოდენობით გამოიცემა.

პროექტი Sexy Bicycle ნიკა ელიამ 2008 წელს ჩამოაყალიბა. არტისტის შემოქმედება ელექტროპოპს, სინთვეივსა და პოსტ პანკს აერთიანებს. სადებიუტო ალბომი Bit Kong მუსიკოსმა 2016 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული