Thumbnail

ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი მუსიკოსის, ჯარად ჰიგინსის, ფსევდონიმით Juice WRLD, იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Smile გავრცელდა. ჯუსის ჩანაწერში პოპულარული არტისტი The Weeknd მონაწილეობს. ტრეკი ჰიგინსის ალბომის Legends Never Die დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Juice WRLD-ის ალბომი Legends Never Die გამოქვეყნდა

ნახეთ: Juice WRLD-ის ანიმაციური კლიპი Wishing Well გავრცელდა

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ ჯუსის წარმომადგენლებმა მისი სტუდიური ნამუშევარი Legends Never Die გამოაქვეყნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული