Thumbnail

ნიკ ქეივმა ონლაინ მაღაზია Cave Things გახსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა ონლაინ მაღაზია Cave Things გახსნა, სადაც, როგორც არტისტის დიზაინით შექმნილი, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული ნივთების, სამოსისა და აქსესუარების შეძენა იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე cavethings.com განთავსებული პროდუქციის ღირებულება 3-დან 392 დოლარამდე მერყეობს.

ნახეთ: ნიკ ქეივის საკონცერტო ფილმი IDIOT PRAYER: Nick Cave Alone at Alexandra Palace

ნიკ ქეივმა განმარტა, რატომ არ წერს პოლიტიკური შინაარსის სიმღერებს

ნახეთ: ნიკ ქეივმა 50 საყვარელი წიგნი დაასახელა

თაყვანისმცემლებს არტისტის სიმღერების ხელნაწერი ტექსტების, პრინტიანი მაისურების, ჩანთების, ქეივის ვებგვერდის The Red Hand Files შთაგონებით შექმნილი ბრელოკების, წიგნის სანიშნების, Nick Cave and the Bad Seeds-ის გიტარისტის, უორენ ელისის მედიატორებისა და სხვა ნივთების შეძენა შეუძლიათ. საიტზე განთავსებული პროდუქციის ნაწილი უკვე სრულად გაყიდულია. თუმცა, ვებგვერდზე ისეთი ნაწარმიც იძებნება, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული