Thumbnail

მოუსმინეთ: Deep Purple-მა ახალი, 21-ე ალბომი Whoosh! გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Deep Purple ახალი, რიგით 21-ე ალბომი Whoosh! გამოუშვა. ჩანაწერში სულ 13 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ნამუშევრის პროდიუსერი ბობ ეზრინი გახლავთ, რომელთანაც ბენდს წარსულშიც უთანამშრომლია.

ნახეთ: Deep Purple - Man Alive

ნახეთ: Deep Purple - Throw My Bone

ჰარდ როკისა და ჰევი მეტალის პიონერი ჯგუფი Deep Purple ჰერტფორდში 1968 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ბენდმა 100 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. 2013 წელს კოლექტივმა Tbilisi Open Air-ის ფარგლებში კონცერტი საქართველოშიც გამართა. 2016 წელს არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული