Thumbnail

მოუსმინეთ: პრინსის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Cosmic Day გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პრინსის წარმომადგენლებმა არტისტის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Cosmic Day გაავრცელეს. ტრეკი პრინსის მიერ 1987 წელს გამოშვებული ალბომის Sign o' the Times განახლებულ ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 სექტემბერს ჩაეშვება.

რატომ აიძულებდა ფრედი მერკური მეგობრებს პრინსის ვიდეოების ყურებას

ნახეთ: პრინსისა და მისი ბენდის The Revolution საკონცერტო ფილმი გავრცელდა

პრინს როჯერს ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. მისი მხარდამჭერი ბენდი The Revolution კი 1979-ში ჩამოაყალიბა. გრემის პრესტიჟული ჯილდოს რვაგზის მფლობელმა არტისტმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2004 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2016 წელს პრინსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად ოპიოიდური პრეპარატით, ფენტანილით ზედოზირება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული