Thumbnail

კლივლენდელმა მუსიკოსმა Machine Gun Kelly ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი კომპოზიცია My Ex's Best Friend გაავრცელა. ჩანაწერში არენბი შემსრულებელი, მეთიუ ტაილერ მუსტო, იგივე blackbear მონაწილეობს.

ნახეთ: Machine Gun Kelly - Concert For Aliens Ft. Travis Barker

ნახეთ: Machine Gun Kelly კომპოზიციის Bloody Valentine აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

Machine Gun Kelly-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 4 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული