Thumbnail

პოპულარულმა კალიფორნიელმა არტისტმა, ამალარატნა დლამინიმ, ფსევდონიმით Doja Cat, მსმენელს ახალი კომპოზიცია Freak შესთავაზა. ტრეკის პროდიუსერი თავად დოჟასთან ერთად Cambo გახლავთ. ნამუშევარში მეოცე საუკუნეში მოღვაწე ცნობილი კანადელი მუსიკოსის, პოლ ანკას ჰიტის Put Your Head On My Shoulder სემპლია გამოყენებული.

მოუსმინეთ: Doja Cat - Unisex (Freestyle)

ნახეთ: City Girls და Doja Cat კლიპს Pussy Talk ავრცელებენ

ნახეთ: Anne-Marie - To Be Young Ft. Doja Cat

დოჟამ მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისთვის მას ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. არტისტის შემოქმედება არენბის, ჰიპ ჰოპისა და პოპის სინთეზია. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Juicy, Boss Bitch, Say So და სხვა. სინგლის Say So რემიქს ვერსიით, რომელსაც დოჟა რეპერ ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს, მუსიკოსმა ბილბორდის ჩარტის ლიდერობა მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული