Thumbnail

ქარდი ბის ახალი კლიპიდან WAP კაილი ჯენერის ამოჭრას მოითხოვენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვებგვერდზე change.org პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის ხელმომწერებიც პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის ახალგავრცელებული კლიპიდან WAP მილიარდერი ტელევარსკვლავის, კაილი ჯენერის სცენის ამოჭრას მოითხოვენ. ამ დროისთვის პეტიციას 70 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

Cardi B და Megan Thee Stallion კაილი ჯენერის მონაწილეობით კლიპს WAP ავრცელებენ

"ვიდეო სრულყოფილი იყო, მანამ კაილის არ დავინახავდი და არ მომინდებოდა, მობილური მომესროლა", - წერს პეტიციის ავტორი.

როგორც ხელმომწერები აღნიშნავენ, მეგანს, რომელიც ივლისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, კაილიმ ზურგი შეაქცია. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთად იმყოფებოდნენ იმ წვეულებაზე, რომლის დატოვების შემდეგაც სთელიონს ესროლეს.

"კაილი არ იყო, ვინც დაჭრის შემდეგ მეგანს გამოწერა გაუუქმა?".

"ხელს მეგის გულისთვის ვაწერ".

ზოგიერთი ხელმომწერი კი მიიჩნევს, რომ კლიპში თეთრკანიანი კაილის ადგილი არ იყო, რადგანაც ის შავკანიანებს მხარს არასდროს უჭერს.

"კაილის შავკანიანი შვილი ჰყავს, მაგრამ მას არაფერი დაუპოსტავს მოძრაობის Black Lives Matter შესახებ. ასევე, ის თავის დასაქმებულებს ხელფასს არ უხდის. ამ ქალს ასეთი დედოფლების გვერდით დგომის უფლება არ აქვს".

"პეტიციას ხელს იმიტომ ვაწერ, რომ ის ბანგლადეშში ხალხს უხელფასოდ ამუშავებს".

"უკაცრავად, მაგრამ ის შავკანიანი არ არის".

"ვიდეოში მის გამოჩენას აზრი არ ჰქონდა".

კლიპში კაილის მონაწილეობას ტვიტერზეც მოჰყვა კრიტიკა. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მუსიკალურ რგოლში ჯენერი საერთოდ არაფერს აკეთებს.

"ნორმანიმ იცეკვა, კაილიმ კი კარი გამოაღო და გაიარა. ეს ხომ იმის შესანიშნავი მაგალითია, რომ შავკანიან ქალებს მთელი საქმის შესრულება უწევთ მაშინ, როცა თეთრკანიანების უმეტესობას მინიმალურს სთხოვენ".

პეტიციას ტვიტერზე გამოეხმაურა ქარდი და განმარტა, რატომ გადაიღო ვიდეორგოლში ჯენერი.

"რატომ გადავიღე კაილი ჩემს კლიპში? ის ჩემს დასა და შვილს თავისი ბავშვის დაბადების დღის წვეულებაზე დიდ ყურადღებას აქცევდა. ასევე, ტრევის სკოტსა და ჩემს ქმარს, Offset-ს ახლო ურთიერთობა აქვთ. კაილისგან ბევრ რჩევას ვიღებ", - წერს ქარდი.

მეგანი და კაილი პეტიციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. ჯენერმა კი ინსტაგრამზე კლიპის გადასაღები მოედნიდან არაერთი ფოტო გაავრცელა.

ქარდი ბი და კაილი ჯენერი

ქარდიმ და მეგანმა პირველი ერთობლივი კოლაბორაციული კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი 7 აგვისტოს გაავრცელეს. ვიდეორგოლში მათთან და კაილისთან ერთად ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი, ნორმანი და ესპანელი პოპვარსკვლავი, როზალია მონაწილეობენ. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული