Thumbnail

ნახეთ: ჯორჯა სმიტი კლიპს By Any Means აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი, ჯორჯა სმიტი მსმენელს კომპოზიციაზე By Any Means გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში მომღერალი აფროამერიკელთა ცხოვრებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე საუბრობს. ტრეკი ლეგენდარული ნიუ იორკელი ემსის, ჯეი ზის მიერ დაარსებული ლეიბლის Roc Nation კომპილაციური ალბომის Reprise ფარგლებში ჩაიწერა.

მოუსმინეთ: Jorja Smith - Kiss Me In The Mornin

მოუსმინეთ: Jorja Smith - The One (Sir Spyro Remix)

ნახეთ: Jorja Smith-მა სიმღერაზე The One კლიპი გადაიღო

ჯორჯამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016-ში არენბი შემსრულებელმა EP სახელწოდებით Project 11 გაავრცელა. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში პირველი სტუდიური ალბომი Lost & Found ჩაუშვა. მუსიკოსის პოპულარული კომპოზიციებია; Beautiful Little Fools, Teenage Fantasy, On My Mind, Let Me Down და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული