Thumbnail

ამერიკელი არტისტი, მოზეს სამნი მედიაპლატფორმა NPR-ის ცნობილი გადაცემის Tiny Desk Concert სტუმარი გახლდათ. მუსიკოსმა საკუთარ სახლში გადაღებულ ლაივზე ოთხი კომპოზიცია: Bless Me, Me In 20 Years, Polly და Rank & File შეასრულა.

ნახეთ: მოზეს სამნიმ კომპოზიციაზე Me In 20 Years კლიპი გადაიღო

ნახეთ: Moses Sumney - Monumental

მოზეს სამნიმ მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. რამდენიმე EP-ის გამოცემის შემდეგ, 2017 წელს კალიფორნიელმა არტისტმა სადებიუტო ალბომი Aromanticism გაავრცელა. სამნის შემოქმედება ელექტრო სოულსა და ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული