Thumbnail

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი Vic Mensa მსმენელს ახალი კომპოზიციით No More Teardrops და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. საპროტესტო ხასიათის ჩანაწერში მენსა სამართალდამცველთა მხრიდან აფროამერიკელთა ჩაგვრის შესახებ საუბრობს. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი ასევე ჩიკაგოელი ცნობილი მუსიკოსი Young Chop გახლავთ.

ნახეთ: Vic Mensa ვიდეორგოლს Metaphysical აქვეყნებს

ვიქ მენსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის კომპოზიციით Down On My Luck გახდა. არტისტი ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის ლეიბლის Roc Nation წევრია. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Autobiography ჩაუშვა გაყიდვაში. კარიერის განმავლობაში ვიქმა ისეთ რეპერებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Kanye West, G-Eazy, Chance The Rapper, Pusha T და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული