Thumbnail

ნახეთ: ცნობილი მუსიკოსების პირადი ნივთები 9 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

9 სექტემბერს ჯულიენის საქველმოქმედო აუქციონზე რობერტ პლანტის, ელტონ ჯონის, ბილი აილიშის, ოზი ოსბორნის, შერის, ბარბრა სტრეიზანდის, ტეილორ სვიფტისა და სხვა არაერთი ცნობილი მუსიკოსის პირადი ნივთები გაიყიდება. შემოსული თანხა ორგანიზაციას MusiCares გადაეცემა, რომელიც მუსიკის სფეროში მოღვაწე კორონავირუსით დაზარალებულ პირებს ეხმარება.

ელტონ ჯონმა აუქციონზე გასაყიდად თავისი სამოსი გაგზავნა, ბილი აილიშმა თავისი ავტოგრაფის მქონე უკულელე, შერიმ კი პიჯაკი.

აუქციონზე აგრეთვე გაიყიდება ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Led Zeppelin-ის ფრონტმენის, რობერტ პლანტის, Black Sabbath-ის წამყვანი გიტარისტის, ტონი აიომისა და ცნობილი შემსრულებლის, კარლოს სანტანას ავტოგრაფიანი ინსტრუმენტები.

ამის გარდა, აუქციონზე გაიტანენ ბარბრა სტრეიზანდის ხალათს, რომელიც მას ფილმში Meet the Fockers ეცვა. აგრეთვე, ტეილორ სვიფტის ავტოგრაფიან აკუსტიკურ გიტარას, ოზი ოსბორნის მაისურს, ჯვარსა და სათვალეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული