Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტმა მიშკა მგალობლიშვილმა, ფსევდონიმით Young Mic, მსმენელს მორიგი ტრეკი "ვათენებთ" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ნამუშევარში მაიქი აუტოტუნის ეფექტს მისი შემოქმედებისთვის უჩვეულოდ დიდი დოზით იყენებს. ჩანაწერის პროდიუსერი ბათუმელი მუსიკოსი, ზაზა თევთიძე, იგივე Zaza გახლავთ, რომელმაც რეპერთან წარსულში არაერთ წარმატებულ კომპოზიციაზე ითანამშრომლა.

მოუსმინეთ: Young Mic - 3V

მოუსმინეთ: Young Mic - დაელოდე

მოუსმინეთ: Young Mic - კრისტალი

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული