Thumbnail

ქანიე ვესთი: ჩემი ძმა, ჯეი ზი მენატრება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

8 აგვისტოს გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტების, ქანიე ვესთისა და ჯეი ზის კოლაბორაციული ალბომის Watch The Throne გამოქვეყნებიდან 9 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით ქანიემ, რომელსაც ნიუ იორკელ კოლეგასთან ურთიერთობა 2016 წლიდან გაუფუჭდა, ტვიტერზე ხსენებული სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის მიზნით გამართული ტურნეს ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტიდან სქრინშოთი გამოაქვეყნა.

ქანიე ვესთისა და ჯეი ზის ალბომი Watch the Throne 2, სავარაუდოდ, აღარ გამოვა

ნახეთ: P. Diddy-მ 50 წლის იუბილე Jay Z-ის, ქანიე ვესთისა და სხვების გარემოცვაში აღნიშნა

Snoop Dogg: დოქტორ დრეს ჰიტის Still D.R.E. ტექსტი მთლიანად ჯეი ზის დაწერილია

"ჩემი ძმა მენატრება... გულწრფელად", - დაწერა ვესთმა სოციალურ ქსელში.

ახალბედა ქანიეს კარიერის საწყის ეტაპზე წარმატების მიღწევაში სწორედ ჯეი ზი დაეხმარა. ჯეიმ ახალგაზრდა ჩიკაგოელი საკუთარ ლეიბლზე Roc-A-Fella Records პროდიუსერის რანგში აიყვანა. მას შემდეგ კოლეგებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და 2000-იან წლებში ჩაწერილ ერთმანეთის ალბომებშიც შეიტანეს წვლილი. 2011 წელს გაყიდვაში მუსიკოსების ერთობლივი სტუდიური ნამუშევარი Watch The Throne ჩაეშვა. ჩანაწერმა კრიტიკოსებისა და მსმენელისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. მსოფლიო მასშტაბით ალბომის ორ მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ის დღემდე ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო კოლაბორაციულ ალბომად მიიჩნევა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული