Thumbnail

მოუსმინეთ: ჰეილი უილიამსმა Radiohead-ის ჰიტი Fake Plastic Trees დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული ჯგუფის Paramore ვოკალისტმა, ჰეილი უილიამსმა ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Radiohead-ის კომპოზიცია Fake Plastic Trees დააქავერა. როგორც ჰეილიმ განაცხადა, სიმღერა მან ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივის პატივისცემის ნიშნად ჩაწერა.

ნახეთ: ჰეილი უილიამსმა კომპოზიციის Simmer აკუსტიკური ვერსია შეასრულა

ნახეთ: ჰეილი უილიამსმა Björk-ის Unison შეასრულა

ნახეთ: ჰეილი უილიამსმა კომპოზიციაზე Watch Me While I Bloom კლიპი გადაიღო

Fake Plastic Trees "რედიოჰედის" რიგით მეორე სტუდიურ ალბომში The Bends არის წარმოდგენილი, რომელიც 1995 წელს გამოიცა.

ჰეილი უილიამსმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს როკ ჯგუფში Paramore დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს ბენდთან ერთად 5 ალბომი აქვს გამოცემული. მომღერალმა სადებიუტო სოლო ჩანაწერის Petals for Armor პირველი ნაწილი 6 თებერვალს გაავრცელა, მეორე კი 8 მაისს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული