Thumbnail

Finneas-მა ტრეკის Let’s Fall in Love for the Night განახლებული ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფინიას ო'კონელმა საკუთარი კომპოზიციის Let’s Fall in Love for the Night განახლებული ვერსია გაავრცელა. ტრეკი მისი სადებიუტო EP-ის Blood Harmony დელუქს გამოცემაში შევიდა, რომელიც გაყიდვაში 7 აგვისტოს ჩაეშვა.

ნახეთ: Finneas-მა Ellen-ის შოუში Let’s Fall in Love for the Night შეასრულა

ნახეთ: Finneas კლიპს Let’s Fall in Love for the Night ავრცელებს

ფინიას ო'კონელი მუსიკალურ ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas 2015 წლიდან მოღვაწეობს. ის საკუთარი დის, ბილი აილიშის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? პროდიუსერი და სიმღერების თანაავტორია. ფინიასი გრემის 5 ჯილდოს მფლობელია, მათ შორის საუკეთესო პროდიუსერის კატეგორიაში. როგორც სოლო შემსრულებელს, 23 წლის არტისტს პოპულარობა კომპოზიციებმა Break My Heart Again და Let's Fall In Love For The Night მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული