Thumbnail

ნახეთ: Juice WRLD და The Weeknd ანიმაციურ კლიპში Smile

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი არტისტის, ჯარად ჰიგინსის, ფსევდონიმით Juice WRLD, იუთუბის არხზე კომპოზიციაზე Smile შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. ჯუსის ჩანაწერში პოპულარული მუსიკოსი The Weeknd მონაწილეობს. ტრეკი ჰიგინსის ალბომის Legends Never Die დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Juice WRLD-ის ალბომი Legends Never Die გამოქვეყნდა

ნახეთ: Juice WRLD-ის ანიმაციური კლიპი Wishing Well გავრცელდა

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ ჯუსის წარმომადგენლებმა მისი სტუდიური ნამუშევარი Legends Never Die გამოაქვეყნეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული