Thumbnail

Cardi B: ახალ ალბომში Offset-თან ურთიერთობაზე ვისაუბრებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მომავალ ალბომზე ისაუბრა. 27 წლის რეპერის თქმით, Tiger Woods წინა სტუდიური ჩანაწერისგან განსხვავებული ნამუშევარი იქნება, რადგანაც მასში მეტს მოყვება ქმართან, რეპერ Offset-თან ურთიერთობაზე.

Cardi B-მ ახალ ინტერვიუში ნიკი მინაჟი შეაქო

Cardi B: ბევრნაირი ქალი რეპერი უნდა გვყავდეს, რათა მსმენელმა მასში საერთო დაინახოს

"ჩემი მუსიკა ქალებს თავს "ცუდ გოგოებად" აგრძნობინებს. როდესაც შეგიძლია, ვინმეს თავი ყველაზე მაგარ გოგოდ აგრძნობინო, ჩემთვის ეს ნიშნავს ქალების გაძლიერებას. თუმცა, ახალი ალბომი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. მასში ქმართან ურთიერთობაზე მოვყვები, ბიონსეს სტუდიური ჩანაწერის Lemonade სტილში", - აღნიშნა მან.

ჟურნალის ფურცლებსა და გარეკანზე მუსიკოსის სურათებიც დაიბეჭდა. ფოტოგრაფ სტივენ კლეინის ობიექტივში ის ლითონითა და კრისტალებით გაფორმებული სამოსითა და აქსესუარებით პოზირებს, რომლებზეც ისეთმა ბრენდებმა იმუშავეს, როგორებიცაა: Balenciaga, Paco Rabanne, Area, Mordekai და Keren Wolf.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული