Thumbnail

Fat Joe: დრეიქი თანამედროვეობის მაიკლ ჯექსონია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯოზეფ ანტონიო კარტაგენას, იგივე Fat Joe-ს ინსტაგრამის ლაივს მისი მაიამელი კოლეგა Rick Ross შეუერთდა. ერთსაათიანი დიალოგისას რეპერებმა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წარმომადგენელზე, დრეიქზე ისაუბრეს. ფეთ ჯომ კანადელი სუპერვარსკვლავი პოპის მეფედ წოდებულ მაიკლ ჯექსონს შეადარა.

Fat Joe: ემინემის ბეთლში დამარცხება არავის შეუძლია, მისი ფანები ინტერნეტს ააფეთქებენ

Fat Joe: პატივს აღარ ვცემ მათ, ვინც 6ix9ine-თან კვლავ იმუშავებს

დრეიქმა ბილბორდის ჩარტში რეკორდი დაამყარა

"დღესდღეობით დრეიქთან დაკავშირება, ალბათ, ყველაზე რთულია. მისი კომპოზიციების დიდი ნაწილი მუსიკალურ ჩარტებს იპყრობს. ის თანამედროვეობის მაიკლ ჯექსონია", - განაცხადა ჯომ.

დრეიქი თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი დომინანტი წარმომადგენელია. კანადელი ბილბორდის ჩარტებში არაერთი რეკორდის მფლობელია. მაგალითად, ის ერთადერთი მუსიკოსია, რომლის მონაწილეობით შექმნილი 40 კომპოზიცია ცხელი ასეულის ტოპ ათ ტრეკს შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ტორონტოელმა 2018 წლის ალბომში Scorpion შესულ სიმღერაში Don't Matter To Me ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის ვოკალი გამოიყენა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული