Thumbnail

ამერიკული ინდი პოპ ჯგუფი Slow Pulp ახალ კომპოზიციას და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპის ავტორი რეჟისორი ჯეიკ ლაზოვიკია, ანიმაციურ გაფორმებაზე კი მეთიუ მალქიონმა იმუშავა. ტრეკი ბენდის მომავალ ალბომში Moveys შევა, რომლის გამოშვებაც მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს იგეგმება.

Slow Pulp შტატ ვისკონსინის ქალაქ მედისონში ჩამოყალიბდა. კოლექტივი საკუთარ მუსიკას დრიმ პანკად ახასიათებს, რაც პანკის, პოპისა და ფსიქოდელიის ნაზავია. 2015 წლის შემდეგ ბენდმა სამი მინი ალბომი გაავრცელა. პირველ სრულმეტრაჟიან სტუდიურ ჩანაწერზე კი ახლა მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული