Thumbnail

Björk: ესაა ალბომი, რომელსაც უნდა მოუსმინო, მანამ ცოცხალი ხარ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ისლანდიელმა მუსიკოსმა, Björk-მა გამოცემა NME-ის პროექტში "100 საკულტო ალბომი, რომელსაც უნდა მოუსმინო, მანამ ცოცხალი ხარ" მიიღო მონაწილეობა. ასეთ ჩანაწერად მან შოტლანდიური პოსტ პანკ დუეტის, The Associates-ის მეორე სტუდიური ნამუშევარი Sulk დაასახელა.

ნახეთ: ჰეილი უილიამსმა Björk-ის Unison შეასრულა

Björk-მა ნაწარმოები შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იცვლება

"ჩემი და Associates-ის სიყვარული 15 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ ჩემი, როგორც არტისტის იდენტობის ძიებაში ვიყავი და ნამდვილად ვაღმერთებდი იმას, თუ როგორ მანიპულირებდა ბენდის ფრონტმენი, ბილი მაკკენზი საკუთარ ტემბრით ამ ალბომში. საოცრად სპონტანური მომღერალი იყო, უხეში და სახიფათო. მისი ხმა ყოველთვის ისე ჟღერდა, თითქოს პირდაპირ ბუნებაზე იყო შეერთებული. ხალხი უმანკო სულის მქონე არტისტად ახასიათებდა, მაგრამ მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მისი ხმა უფრო წარმართული და პრიმიტიული იყო, რაც, ჩემი აზრით, ბევრად იშვიათი და საინტერესოა", - ამბობდა ბიორკი.

The Associates-ის მიერ 1982 წელს გამოშვებულ ჩანაწერს Sulk კომერციული წარმატება ხვდა წილად, გაერთიანებული სამეფოს ალბომების ათეულში მოხვდა და საერთო ჯამში ჩარტში 20 კვირა დაჰყო. ბრიტანულმა ჟურნალმა Melody Maker ის წლის ალბომადაც დაასახელა.

ბიორკმა პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს, SOU ფესტივალის ფარგლებში, მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული