Thumbnail

Morrissey: დედაჩემის გარეშე ხვალინდელი დღე არ არსებობს, ილოცეთ მისთვის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, სტივენ პატრიკ მორისიმ საკუთარ ვებგვერდზე Morrissey Central თაყვანისმცემლებს სთხოვა, დედამისისთვის ილოცონ, რადგან ბოლო პერიოდში ის თავს შეუძლოდ გრძნობს.

მოუსმინეთ: Morrissey-მ ალბომი I Am Not a Dog on a Chain გაავრცელა

ნახეთ: Morrissey-მ The Smiths-ის სიმღერა Half a Person ოცი წლის შემდეგ შეასრულა

"ჩემო მეგობრებო, გევედრებით, ილოცეთ დედაჩემის, ელისაბედ დუაიერის გამოჯანმრთელებისთვის, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია. სწორედ ის გახლავთ ყველაფერი კარგის მიზეზი ჩემს ცხოვრებაში. ის არის ჩემი მოტივაციის წყარო. მეგობრებს ჩილეში, მექსიკაში, იტალიაში, პერუში, პარაგვაიში, ბრაზილიაში, აშშ-ში, ეკვადორში, ისრაელსა და ირლანდიაში ვთხოვე, რომ დედაჩემი ლოცვებში მოიხსენიონ. ის ჩემთვის ყველაფერია. მის გარეშე ხვალინდელი დღე არ არსებობს", - წერს მორისი მიმართვაში.

ელისაბედი, რომელიც ირლანდიის მოქალაქეა, ბიბლიოთეკარი გახლდათ. სწორედ მან დააინტერესა მორისი ლიტერატურით. ბოლოს ის შვილის კონცერტზე 2018 წელს იმყოფებოდა.

მორისი დედასთან ერთად

სტივენ პატრიკ მორისიმ შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ის საკულტო ჯგუფის, The Smiths-ის ფრონტმენი იყო. არტისტი ისეთი კომპოზიციების ავტორია, როგორებიცაა: This Charming Man, Suedehead, How Soon Is Now? და Heaven Knows I'm Miserable Now. 1988 წლიდან მუსიკოსი დამოუკიდებლად მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული