Thumbnail

ნახეთ: King Krule კომპოზიციაზე Comet Face გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა King Krule კომპოზიციაზე Comet Face გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის ბოლო ალბომში Man Alive! არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში თებერვალში ჩაეშვა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი დუეტი CC Wade გახლავთ.

ნახეთ: King Krule თავისი 32-წუთიანი პერფორმანსის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

მოუსმინეთ: King Krule რიგით მესამე ალბომს Man Alive! ავრცელებს

არჩი მარშალმა, სასცენო სახელით King Krule, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი 6 Feet Beneath the Moon გაავრცელა. მუსიკოსის შემოქმედება პოსტ პანკს, პანკ ჯაზს, ჰიპ ჰოპს, დარქვეივს და ტრიპ ჰოპს აერთიანებს. მარშალი მხოლოდ პროდიუსერის რანგში პროექტით Edgar the Beatmaker მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული