Thumbnail

ბრიტანულმა სინთპოპ დუეტმა Erasure ახალი კომპოზიცია Nerves of Steel და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსების მომავალ ალბომში The Neon იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 აგვისტოს ჩაეშვება. ვიდეორგოლის ავტორი ბრედ ჰამერი გახლავთ.

ნახეთ: Erasure - Shot A Satellite

ენდი ბელმა და ვინს კლარკმა Erasure ქალაქ ლონდონში 1985 წელს ჩამოაყალიბეს. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Wonderland გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე 18 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. არტისტებს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული