Thumbnail

ნახეთ: ASAP Ferg და Nicki Minaj კლიპს Move Ya Hips ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰარლემელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დეროლდ ბრაუნ ფერგიუსონმა, ფსევდონიმით ASAP Ferg, მსმენელს ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Move Ya Hips გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ნიუ იორკელი რეპერის ჩანაწერში პოპულარული შემსრულებელი Nicki Minaj და მათი ახალგაზრდა ატლანტელი კოლეგა MadeinTYO მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ფერგთან ორივე მუსიკოსმა წარსულში არაერთხელ ითანამშრომლა.

ნახეთ: ASAP Ferg - Feel Some Type Of Way (Freestyle)

ნახეთ: ASAP Ferg ვიდეორგოლს Value ავრცელებს

ნახეთ: ASAP Ferg-მა კომპოზიციაზე Jet Lag კლიპი გადაიღო

ეისეფ ფერგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო სტუდიური ალბომით Trap Lord გახდა. ნამუშევარმა კრიტიკოსებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 2017 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Still Striving ჩაუშვა. ჩანაწერის სინგლმა Plain Jane ოთხმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო კარიერის გარდა, მუსიკოსი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული